თელავის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება

773

როგორც მერიაში აცხადებენ, საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო.

საბჭოს წევრობის მსურველმა კანდიდატებმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, CV, სამოტივაციო წერილი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი უნდა წარადგინონ.

მერიის ინფორმაციით, საბუთები 2018 წლის 31 ოქტომბრამდე მიიღება.