ქუთაისის მერია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ყოფილ შენობას სთხოვს

წინა სტატია

ქუთაისის მერია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ყოფილი შენობის ნაწილს სთხოვს. მერიამ შენობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის მოითხოვა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

კულტურის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის ვაჟა ჟუღელის განცხადებით, ამ დროისთვის საუბარია სადგურის მოედანზე არსებული შენობის ერთ სართულზე, თუმცა არაა გამორიცხული შენობაში დამატებითი ფართი მოიძებნოს.

მერიაში იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების პასუხს ელოდებიან. რაც შეეხება მოსწავლე-ახლაგაზრდობის სასახლეს, რამდენიმე ოთახს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გადასვლის შემდეგ ახალი დატვირთვა მიეცემა. იქ, შესაძლოა, საგალობლების შემსწავლელი სკოლა განთავსდეს.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე წლებია, რთულ პირობებში ფუნქციონირებს. შენობაში დაზიანებულია კედლები, ჭერი და იატაკი. დამტვრეულია მაგიდები და სკამები. დაბზარული კედლებიდან მღრღნელები საკლასო ოთახებში შედიან. პირველი სართულის სარდაფში კი წყალი დგას. ამასთნ, საკლასო ოთახები იმდენად პატარაა, რომ ერთდროულად 4–5 მოსწავლეზე მეტი მეცადინეობას ვერ ახერხებს, მაშინ, როცა უფასო გაკვეთილებზე დასწრების მსურველთა რიცხვმა 2 000–ს გდააჭარბა.

კულტურის ა(ა)იპ-მა მერიას წერილობით უკვე მიმართა და მოქალაქეეების გადასაყვანად  ახალი ფართის მოძებნა მიმდინარეობს. შენობაში სამხატვრო სკოლა შევა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა ა(ა)იპ-ში სწავლა  უფასო გახდა.

მსგავსი სიახლეები