სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ დააკმაყოფილდა (ვიდეო)

წინა სტატია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჯანიძემ,  სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ  დააკმაყოფილა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

უწყებას, მუსლიმთა პანსიონისთვის წყლისა და კანალიზაციის სისტემაზე დაერთება დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ პანსიონს წყილისა და კანალიზაციის სისტემაზე დაერთებისთვის თანხა ჰქონდა გადახდილი, მერია აბონენტად აყვანაზე მაინც უარს ეუბნებოდა. მაშინ სახალხო დამცვლემა უწყებას სისტემაზე დაერთების  რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ქობულეთის იმჟამინდელმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, მისი გათალისწინება საჭიროდ არ ჩათვალა. 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, “ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაცია დაადგინა.

აღნიშნული ფაქტი ქობულეთში 2014 წელს მოხდა. მოსახლეობამ მუსლიმ თემს, პანსისონის გახსნის საშუალება არ მისცა. უფრო მეტიც, ადგილობრივებმა შენობის კარზე, ღორის თავი მიაჭედეს. გაასაჩივრებს თუ არა ქობულეთის მერია მოსამართლის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები