2019 წლიდან მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარამდე გაიზრდება

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ადგილებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის პენსია 2019 წლის პირველი იანვარიდან გაიზრდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

რეგიონილი პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის შემდეგ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ შემდეგი წლიდან მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლებისთვის პენსია 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება.

პენსიის გაზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

ამასთან, დასახლებებში, რომლებიც არ სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, პენსია 200 ლარამდე იზრდება.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები