გორის სოფელ ტინდისხიდში, სადაც სკოლამდელი დაწესებულება 40 წელი არ ფუნქციონირებდა, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

653

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, სადაც საბავშვო ბაღი 40 წელი არ ფუნქციონირებდა ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, ახლადგახსნილ, 2 ჯგუფიან სააღმზრდელო დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი ირიცხება.

მერიის ინფორმაციით, ბაღის არ არსებობის გამო, ტინისხიდის აღსაზრდეებს სკოლამდელი განათლების მიღება გორის სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ და იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირება გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ოჯახების ნაწილი, უსახსრობის გამო, ვერ ახერხებდა შვილების სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას.

“საბავშვო ბაღი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის აღზრდის პროცესში. ის უნარები, რომლებსაც პატარა სააღმზრდელო დაწესებულებაში იძენს, აუცილებელია მისი განვითარებისთვის. დღეს საბავშვო ბაღს სათამაშოებიც გადავეცით. ტინისხიდის სააღმზრდელო დაწესებულებას ვუსურვებ აღეზარდოს ბევრი წარმატებული ადამიანი.“ –სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ახალი საბავშვო ბაღი სოფელ ფხვენისსა და ქვემო ხვითშიც გაიხსნა.