კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

759

კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩის N111-ში, N1 და N4 კორპუსების მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი ორი კედელი ეწყობა.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა, რის გამოც, რაიონის გამგეობამ საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო.

N4 კორპუსის მიმდებარედ, 47 მეტრი სიგრძისა და ოთხი მეტრი სიმაღლის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. N1 კორპუსის მიმდებარედ კი, 56 მეტრი სიგრძისა და ექვსი მეტრი სიმაღლის კედელი ეწყობა. როგორც გამგეობაში აცხადებენ,  სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღობეც მოეწყობა.

გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება.