დიდუბის რაიონში ნოდარ ბოხუას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

619

დიდუბის რაიონში ნოდარ ბოხუას ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის დაზიანებული საფარი მოხსნა და ტროტუარისა და ბორდიურის დემონტაჟი განახორციელა.

ამასთან, აღნიშნულ მისამართზე 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოეწყო ბორდიური, ხოლო ტროტუარზე ასფალტის საფარის დასაგებად, მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდა.

როგორც დიდუბის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზამშენი 7“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.