ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა

767

ქუთაისის ბოტანიკური ბაღში შესვლა ფასიანი გახდა. საკითხი ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანეს, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

პროტესტი „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ გამოთქვა. “მოქალაქეებს ერთადერთი რეკრეაციული ზონა აქვთ ქალაქში და ბიუჯეტს შესაბამისი თანხა კი მოეპოვება, რომ ადგილობრივებს ეს სიამოვნება ფასიანი არ გავუხადოთ”, – განაცხადა მან.

მერის თქმით, საკმაოდ დიდი ჩამონათვალია იმ ადამიანების, რომლებსაც ბაღში შესვლა უფასოდ შეუძლიათ. ესენი არიან შმმ პირები, სოციალურად დაუცველები და ბავშვები. შოთა მურღულიას განცხადებით, დანარჩენებისთვის ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასური სიმბოლური თანხა – 1 ლარი იქნება. ტურისტებისთვის კი ბაღში შესვლა 3 ლარი ეღირება. გარკვეული ტარიფებია დაწესებილი ფოტოსესიისა და მექორწილებისთვის.

ამ გზით ქალაქის მერია ბიუჯეტში 35 ათასი ლარის მობილიზებას გეგმავს.

წყარო: ინტერპრესნიუსი