არალის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან

1452

წინა სტატია

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში სკოლის მშენებლობის დასრულება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

არალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2018–2019 სასწავლო წლის დაწყება ისე ავარიულ და ნათხოვარ შენობაში მოუხდათ. კომპანიამ, რომელიც მშენებლობის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავდა, ვერ შეძლო.

“რამდენიმე დღე დენი იყო გათიშული, დღეს კი ცუდმა ამინდმა შეუშალა ხელი. ისევ ძველ სკოლაში ვხვდებით ახალ წელს. ტქენიკური შეფერხებებია, ასე აქტიურად რომ ემუშავათ გასულ წელსაც, მშენებლობა უკვე დასრულებული იქნებოდა“, – ამბობს არალის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე.

სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ კომპანია მუშაობას სექტემბრის ბოლომდე დაასრულებს, ოქტომბრიდან კი ახალ სკოლაში გადასვლას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ არალის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “Civil Construction” ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა და ის რაც უკვე გაკეთებული იყო, ნადგურდებოდა. ამ პერიოდში, ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა. ამ ეტაპზე სკოლაში სამშენებლო სამუშაობს კომპანია „Rooms–ი“ ასრულებს. სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის 540 000 ლარია გათვალიწინებული.

არალის ახალი სკოლა 192 მოსაწვლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები სოფელში არსებულ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამრევლო სკოლების შენობებში არიან გადანაწილებული.