აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა ქობულეთის მუნიციპალიტეტში (ფოტო/ვიდეო)

აკრძალვის მიუხედავად, ქობულეთის სოფელ ოჩხამურში მრავლდა ნახავთ ხუთქიმიან ვარსკვლავს, პიონერის მემორიალს, წითელარმიელის ძეგლს და სხვა სიმბოლოებს – მათ შორის არის  მუნიციპალიტეტის მიერ მოვლილი, ასევე მიტოვებული ძეგლები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

კანონი, რომლითაც საქართველოში ტოტალიტარული იდეოლოგიის – ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალა, 2011 წელს ამოქმედდა.

აკრძალვების მიუხედავად, საბჭოთა პერიოდში გაჩენილ დასახლებაში, დღემდე ინარჩუნებენ იმპერიალისტური დიდების მემორიალს – საბჭოთა მეომრით, პიონერითა და კომუნისტური სიმბოლიკით.

დაბა ოჩხამურის კულტურის სახლმა ფუნქცია კომუნისტებთან ერთად დაკარგა. ცენტრში არსებული შენობა ახლა მხოლოდ საბჭოთა წარსულს ინახავს.

საბჭოთა დროინდელ შენობებზე კომუნისტური სიმბოლოების არსებობაზე ქობულეთის მერიაში ვერაფერს ამბობებნ. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ქვეყანაში არ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები