დაბა ოჩხამურის სოციალურ სახლში 8 ოჯახს ბინები გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეწვია და დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება მიულოცა.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დაბა ოჩხამურში აშენდა ახალი სოციალური სახლი. აღნიშნული ქობულეთის მერიის მხარდაჭერით აშენდა და მადლობა მინდა ვუთხრა მერიის ხელმძღვანელობას. მოხარული ვარ, რომ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

“პროექტის განსახორციელებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯა. საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო ამორტიზებული იყო, რომლის მდგომარეობაც გასული წლის აპრილის თვეში ქარიშხლის შედეგად დამძიმდა”, – ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები