სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს

1945

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს  რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანხა გამოცდილებამ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.