ახალციხეში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა

ახალციხეში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულა. იძულებით გადაადგილებულ ათეულობით ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევნილთა უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა. პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, რაც ითვალისწინებდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობასა და 1, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ძველი მილების ახლით ჩანაცვლებას.

მსგავსი სიახლეები