მაია ცქიტიშვილი: რიგითი საჯარო მოხელე, მოქალაქე, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვალდებული ვართ, კანონის შესაბამისად გავცეთ კითხვებს პასუხი

984

წინა სტატია

“კითხვების დასმის უფლება და საშუალება რა თქმა უნდა, ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს და შესაბამისად, იქნება ეს პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ რიგითი საჯარო მოხელე, ყველანი ვალდებული ვართ, კანონის შესაბამისად გავცეთ კითხვებს პასუხი”, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მან პარლამენტშიც არაერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, რომ უწყებაში მისვლის შემდეგ გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მასაც გაუჩნდა კითხვები.

„ამ შემთხვევაში, ჩემი ამოცანა არ არის გამოძიების ჩატარება, მე ეს გამოძიება არც ჩამიტარებია და არც დამიწყია. არ დამიწყია არც პროექტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი გუნდი ვმუშაობთ, პირველ რიგში იმაზე, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია, სწრაფად, წარმატებულად და ხარისხიანად დავასრულოთ. გამოძიება არის სხვა ორგანოების პრეროგატივა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.