გორის მერის იმპიჩმენტის საკითხს ორშაბათს, კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ

519

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, გორის მერის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოში კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

საკრებულოს წევრ ბექა ქორჩილავას განცხადებით, იმპიჩმენტის მოთხოვნა სამანდატო – საპროცედურო კომისიას დღეს გადაუგზავნეს

“ჩვენ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს , გორის მერის მიერ თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელ პოზიციაზე პარალელურად მუშაობის შესახებ და მისი მხრიდან კანონდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. დღეს საკითხი დაეწერა სამანდატო – საპროცედურო და ეთიკის კომისიას. ჩვენს მიერ წამოჭრილ საკითხზე კომისიის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ“, – განმარტავს ბექა ქორჩილავა.