საქართველოში ნათესების მორწყვის პროცესზე დასაკვირვებლად შტაბი შეიქმნა

677

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შეიქმნა შტაბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მორწყვის პროცესს კოორდინაციას გაუწევს. შტაბში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია რეგიონებიდან, რომლის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები.

“საქართველოს მელიორაციის” ინფორმაციით, ცხელი ხაზის (15 01) საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მორწყვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს.