საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ (ფოტო)

837

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში სკოლის მოსწავლეებმა სკვერის მოწყობა დაიწყეს. მოხალისეები, სოფლის კულტურის სახლისა და ამილახვრების სასახლის გვერდით, შეიკრიბნენ და სკამებს ამონტაჟებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გარდა ამისა, კულტურის სახლის კედელი თეთრად შეღებეს, სადაც ისინი კინოჩვენებების გამართვას აპირებენ. სამუშაოები პროექტ “ჩაერთე”-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები: ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის” და ,,კონა”.

ქვემო ჭალელ ახალგაზრდებს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილიც შეხვდა, რომელმაც სოფლის ახალგაზრდებს დახმარებას დაჰპირდა.