ზესტაფონში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა

672

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას მერიის თანამშრომლები და საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად, 9 ივლისს გამართულ შეხვედრას, შვედეთისა და ბრიუსელის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფორმატის მიხედვით, გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზებზე იმსჯელეს.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან 10 ივლისს, შეხვედრა ფონდმა „სოხუმმა“ – ც გამართა. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც დეტალურად იქნა განხილული. ფონდის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხეს.