მამუკა ბახტაძე: გუბერნატორის ინსტიტუტს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, მათ შორის, საკადრო ნაწილში

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ გუბერნატორების ინსტიტუტს ცვლილებები სჭირდება. კერძოდ, ბახტაძე ამ ინსიტუტის გაძლიერებასა და ისეთი ფორმატით შექმნაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.

“ამ ინსტიტუტს სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, სჭირდება ისეთი მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშავოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. თქვენ იცით ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის, საკადრო ნაწილში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“.

მსგავსი სიახლეები