„სვანეთობა 2018-ისთვის“ მესტიის მერია 15 ათას ლარამდე დახარჯავს

986

მესტიაში, სეტის მოედანზე, ფესტივალი „სვანეთობა 2018“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი სამზარეულო – 17 ტერიტორიული ორგანოს მხრიდან ათამდე სახეობის ტრადიციული სვანური კერძი. სტუმრები გაეცნობიან თითო თემიდან ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებს და ხელთნაკეთ ნივთებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 ათასი ლარია. მათ შორის ეს თანხა მიწვეული 160 კაცის კვებასა და ორი ღამით განთავსებას, სამი ფანდურის შეძენას და სიგელების დამზადებას მოიცავს.

ამასთან, ფესტივალი გამოავლენს სვანეთის საპატიო მოქალაქეს.

წინადადებების მიღება 15 ივლისს იწყება და 17 ივლისს დასრულდება. ფესტივალი 29 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ “სვანეთობა” უკვე მეოთხე წელია ტარდება.