დადიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1290

ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქ. N65-ში არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 1100 კვ.მ ფართობზე განახლდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოების ფარგლებში გამწვანდება ტერიტორია, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და მოეწყობა გარეგანათების ქსელი. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები.

გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, სკვერში ფილებს აგებენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 69 058 ლარია.