ზესტაფონში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

868

სპორტული კომპლექსი მოსწავლე ახალგზრდობის სახლის ერთ – ერთ ფლიგელში, დაახლოებით 270 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

ამასთან, ახალ სპორტულ დარბაზში კარატეს და კრივის სექციები განთავსდება.

კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელი ოთახები, საშხაპეები და კრივის რინგი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს “გზები 2” ასრულებს და მისი ღირებულება 69 978 ლარია.

“ტენდერის პირობების გათვალისწინებით, სპორტული დარბაზის მოწყობა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს”, – აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.