მოსახლეობა ქუთაისის მერიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

692

ქუთაისში ზ. ანჯაფარიძის ქუჩის #19 ბინის  მცხოვრებლები მერიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის ნინო თვალავაძის ინფორმაციით, მერიაში არასწორი განცხადება გაკეთდა, როდესაც თქვეს, რომ ამხანაგობას სკვერის მოწყობის და ატრაქციონის დადგმის თხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ნინო თვალავაძემ მერიის პასუხი გაასაჯაროვა. წერილის თანახმად, 2017 წლის 31 მაისს, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ  მიიღო ამხანაგობის მიმართვა და პასუხად მოთხოვნის დაკმაყოფილებას პირდება.

“ამასთან ამ წერილში საუბარი არაა თანადაფინანსებაზე, როგორც ეს იყო საწრეტი მილების შემთხვევაში, სადაც ეწერა, რომ საჭირო იყო 10%-იანი თანადაფინანსება, ამიტომ ვაპირებ, კიდევ ერთხელ მივიდე მერიაში და ჩემი მოთხოვნები გავაჟღერო, რადგან მერია გასულ წელს დათანხმდა სკვერის მოწყობას და ახლა ამბობენ, თითქოს არ მიგვიმართავს”, – განაცხადა ნინი თავალვაძემ.

მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები საბინაო სამსახურის პრეროგატივაა, ამიტომ ამ ქუჩამ შესაბამისი პროექტი და  ხარჯთაღრიცხვა საბინაო სამსახურში უნდა  შეიტანოს. ამის შემდეგ განიხილავენ განცხადებას.