ოკუპირებულ რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობა აუკრძალეს

624

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ევროპულ ფონდებთან ურთიერთობისა და ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლება შეუზღუდეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ინფორმაციას ადასტურებენ ამ სექტორში მომუშავეები. მათი თქმით, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ, მოსახლეობა ამ ქმედებით  ჩარჩოში მოაქცია.

,,ურთიერთობები დაკონსერვებულია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპულ ფონდების წარმომადგენლებს არ უშვებენ საერთოდ და ამან ჩაკეტა იქაური ადამიანები. წინსვლა იყო სახალხო დიპლომატიაში, ვხვდებოდით ნეიტრალურ ქვეყნებში და კარგი შედეგები იყო ამ მუშაობის და ახლა შეჩერდა ყველაფერი. ვეღარ გამოდიან კონტაქტზე, ეშინიათ“, – ამბობს ლალი ბეჟანიშვილი.