ახალციხის მერია დაზიანებულ ატრაქციონებს შეაკეთებს

847

ახალციხის მერია ახალციხესა და ვალეში დაზიანებული ატრაქციონების შესაცვლელად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ახალციხის ცენტრალური პარკის, საპატრულო პოლიციის ეზოსა და ცხრა აპრილის ქუჩაზე, ასევე ქალაქ ვალეში მდებარე სკვერებში არსებული ატრაქციონები შეკეთდება.

ატრაქციონების დეტალების შესაძენად ტენდერი 6 080 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული თანხით უნდა იყიდონ ორი დიდი და ერთი პატარა სასრიალო, 12 ცალი საქანელა, ექვსი წყვილი პლასტმასის აიწონა–დაიწონა თავისი ჯაჭვებით, ასევე, ერთ–ერთი გასაძრომი და ზამბარიანი ცხოველი.

ახალციხის ცენტრალურ პარკთან და სკვერებში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთებას ადგილობრივები ორ წელზე მეტია ითხოვენ.