ზაზა გაბუნიამ, მაღალმთიან აჭარაში, მთის კანონის შეღავათებით მოსარგებლე ოჯახები მოინახულა

870

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, მაღალმთიან აჭარაში,  მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ.

ზაზა გაბუნიამ სოფელ გეგელიძეებში 35 წლის თამარ ბალაძის მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი, ყვავილების სათბური გახსნა, აქვს ჟოლოს პლანტაცია, ამჟამად კი ღვინის მარანს აწყობს და საოჯახო სასტუმროს აშენებს.

“მიხარია, რომ ეკონომიკურად ასეთ აქტიურ მოსახლეობას ვხედავ. მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია შემოსავლიანი ოჯახების არსებობისთვის და ადგილზე დოვლათის შექმნის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.