თელავის სოფელ სანიორეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

1325

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. ცენტრი შენდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შენდება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს, ასევე გულისხმობს გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას.

“ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონცეფციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის“ მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით”, – ამბობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, დღეისათვის, 52 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს 14 ახალი ცენტრის გახსნა იგიგმება.