13 ივნისის სტქიისას დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზა ივნისის ბოლოს გაიხსნება

1062

წინა სტატია

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზა ივნისის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თქვეს. ინფორმაციას allnews. ge ავრცელებს.

“ახლა ასფალტის საფარი იგება, რომელიც იმიტომ გაჭიანურდა, რომ ძალიან ნალექიანი თვეა და წვიმაში ასფალტს ვერ ვაგებთ.მუნიციპალური განვითარების ფონდი, ვინც სამუშაოებს აწარმოებს, შესაბამის კონტრაქტორთან ერთად გვპირდება, რომ ივნისის ბოლოს სამუშაოები დასრულდება და გზა გაიხსნება”,- განმარტეს უწყებაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 905 319,12 ლარს შეადგენს და მისი დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია. ადგილზე 40 ადამიანია დასაქმებული. კონტრაქტორი კომპანიები კი შპს “ჯიარჯი” და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ არიან.