მეჯვრისხევში გენდერული კვოტირების მნიშვნელობა განიხილეს

703

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში გენდერულ თანასწორობისა და გენდერულიკვოტირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

შეხვედრა, რომელიც საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისა” და გორის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით მოეწყო, მიზნად ისახავდა გენდერული ცნობიერების ამაღლებას და ლიდერი კაცების მოტივირებას, გახდნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობები.

„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა გენდერულ საკითხზე, მით უმეტეს, გენდერული კვოტირების საკითხი აუცილებლად გადასაწყვეტია ჩვენს პარლამენტში. ჩემი აზრით პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება ეტაპობრივად უნდა მოხდეს”,- არნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ქალები არიან ძლიერები, მაგას ვაღიარებ, მაგრამ მაინც მგონია რომ პროცენტულად მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ქალები”.

„არის გარკვეული სფეროები, სადაც ქალები უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე კაცები და პირიქით. აი, მაგალითად კაცი საბავშო ბაღში ვერასდროს ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ქალზე უკეთ ბავშვზე ვერ იზრუნებს.“ – ამბობდნენ დისკუსიაში მონაწილე მამაკაცები”

შეხვედრას გორის გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ომაძე უძღვებოდა, ამბობს, რომაუდიტორიამ ნათლად დაინახა, თუ რამდენად მნიშნველოვანია ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ თუსხვა მნიშვნელოვან საკითხებში.

„ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ გარკვეული სინათლე შეიტანა ამ ადამიანების ცნობიერებაში,მათ გამოთქვეს გულახდილი მოსაზრებები, რომლებიც გაჯერებული იყო სტერეოტიპულიმიდგომებით, თუმცა მათი მხრიდან ეს გულახდილობა ძალიან მომეწონა და მიმაჩნია, რომთანასწორობის მიღწევაში მთავარი არის ინფორმირებულობა, ინფორმაციის სწორადმიწოდება, განათლება და ცნობიერების ამაღლება”,-განაცხადა ნათია ომაძემ.