ქვემო ქართლში ხანდაზმულთა კლუბი დაარსდა

1182
Group of old people walking outdoor

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების “ლაიონს კლუბების” ევროპული სექტორის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივი ხელისუფლების და ქვემო ქართლის პენსიონერთა კავშირის გამგეობის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრელებს.

შეხვედრის შემდგომ საფუძველი ჩაეყარა “ქვემო ქართლის ხანდაზმულთა ლაიონს კლუბის” რეგიონულ ორგანიზაციას.

ორგანიზაციის რიგებში, 5 მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. “ლაიონსების” კლუბები ყველა კონტინენტზეა შექმნილი და მათ რიცხვს ქვემო ქართლის რეგიონიც შეუერთდა.

“ლაიონს კლუბი არის ერთ-ერთი პირველი და მძლავრი საერთაშორისო ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ორგანიზაცია. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი არსებობის 100 წელზე მეტ ხანს ითვლის.

საქართველოში არაერთი კლუბია დაარსებული ლაიონსების, დღეს კი საფუძველი ჩაეყარა ხანდაზმულ ლაიონსთა კლუბის დაარსებას, რომელსაც სათავეში უდგას რუსთავის და ქვემო ქართლის პენსიონერთა კავშირი.

მინდა გითხრათ რომ ლაიონსების კლუბები აქტიურად მოქმედებენ საქართველოში და ასეულობით გამოკვლევაა  პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის ჩატარებული უფასოდ“,- განაცხადა გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ.