ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება

789

ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 650 ადამიანია დასაქმებული.

სამინისტროს ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.