თბილისის მერია სამხარაულის დასკვნით არ ინტერესდება

676

თბილისის ცენტრში, ბარნოვის 10–ში, შპს ”თრიფელ ეის“ დაკვეთით სასტუმრო შენდება. პროცესი სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, რასაც იქვე მცხოვრები, 74 წლის მედეა ბოჭორიშვილი მეზობლებთან ერთად ერთ წელზე მეტია აპროტესტებს. ამის შესახებ ifact.ge წერს. 

შპს “თრიფელ ეი” სამხარაულის ბიუროს დასკვნას 9 თვის განმავლობაში მალავდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციას ხარვეზები აქვს. მერიის არქიტექტურის სამსახური თავის დროზე ენდო კომპანიის მიერ წარდგენილ დასკვნას, რომელიც აკრედიტაციის არმქონე კოპანია “შპს ლილეომ” გასცა და დაასკვნა, რომ მშენებლობა მომიჯნავე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებს საფრთხეს არ უქმნის. სამხარაულის ბიუროს დასკვნაში კი წერია, რომ მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლებელია, ახალი შენობიდან წარმოქმნილმა დატვირთვებმა ბარნოვის 8 და 10 ნომრებში მდებარე შენობებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს და საძირკვლების დეფორმაცია გამოიწვიოს.

სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ხარვეზებითაა შესრულებული საპროექტო დოკუმენტაციის საანგარიშო სქემა და კონსტრუქციული ნაწილი. ექსპერტიზის ბიურო მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტებს გასწორება სჭირდება. სამხარაულის ბიურო თვლის, რომ საინჟინრო–გეოლოგიური კვლევა გადასამოწმებელია, რადგან მონაცემები არასრულია.

“აი, ფაქტმა” ამ თემაზე ორი მასალა მოამზადა:

 

 

მედიკო ბოჭორიშვილი და მისი მეზობლები თბილისის მერიის სამსახურებს სასამართლოში ედავებიან და მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ. ახლა ჯერი სასამართლოზეა, გაითვალისწინებს თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოსაზრებას და ამის საფუძველზე მშენებლობას დოკუმენტაციის მოწესრიგებამდე მაინც შეაჩერებს.