საქართველოს მასშტაბით რეგიონული ჰაბები მოხალისეობის ფორუმებს გამართავენ

118

5 ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ჰაბები ევროკავშირის პროექტის: ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში მოხალისეობის ფორუმებს გამართავენ. ფორუმები ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს.

მოხალისეობის ფორუმი 5 ივნისს ოზურგეთში, 6 ივნისს ბათუმში, 7 ივნისს ზუგდიდში, 8 ივნისს ამბროლაურში, 14 ივნისს მცხეთაში,  15 ივნისს გორში, 19 ივნისს ახალციხეში, 20 ივნისს თელავში, 21 ივნისს მარნეულში და 22 ივნისს ქუთაისში გაიმართება.

45 თვის განმავლობაში პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა”ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.