ზესტაფონის მერის წინააღმდეგ კამპანია “ამხილე მახათაძე” დაიწყეს

143

ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ, მოქალაქეებთან ერთად, ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის წინააღდეგ კამპანია “ამხილე მახათაძე” დაიწყო. მან ზესტაფონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრა, რომლებზეც მახათაძის მიერ ბიუჯეტის ფულით “შექმნილი კომფორტია” ნაჩვენები. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“რაც ეს ადამიანი მოვიდა ზესტაფონში, პირად კომფორტზე ზრუნვის მეტი არაფერი გაუკეთებია. მოიწყო საკუთარი კაბინეტი, სადაც 4000 ლარზე მეტი ღირებულების მაგიდა შეიძინა. ახლა ტენდერია გამოცხადებული 4100 ლარის ღირებულების კარადის ყიდვაზე. მფარველობს მის გარემოცვას, რომლებიც ქერქულ ნარჩენებს მოიპოვებენ. ახლა აპირებს ჭანტურიას ქუჩის გადათხრას. ზესტაფონში ისედაც რთული მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურებისა და ონკოლოგიური დაავადებების კუთხით და მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გააქტიურდნენ და ნუ შემოუშვებენ სახლებში კახაბერ მახათაძეს სიმსივნის სახით,” – ამბობს გიორგი გოგლიჩიძე.

ზესტაფონის მერიაში ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცილისწამებისათვის რეაგირებას მოახდენენ.