ქუთაისის მერია: სახელფასო დანამატები გარევაჭრობასთან წარმატებული ბრძოლისათვის გაიცა

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ მარტსა და აპრილში სახელფასო დანამატის სახით 23 ათას ლარზე მეტი თანხა გასცა. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიანმა თქვა. მის ბრალდებას ქუთაისის მერიამ უპასუხა.

ქუთაისის მერიის განცხადებით, სახელფასო დანამატი იმ სამსახურის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებმაც გარევაჭრობასთან ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. მათ კომენტარს “ნიუპრესი” ავრცელებს.

“ქალაქში თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებული გარევაჭრობის პრობლემა მოგვარდა, რომელიც აქამდე ქალაქის ვერცერთმა მერმა ვერ შესძლო. გარევაჭრობის საკითხის მოგვარება ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. გარევაჭრობასთან ბრძოლა მარტის თვიდან დაიწყო და შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, ასუფთავებდნენ და ზედამხედველობდნენ ტერიტორიებს, სადაც გარევაჭრობა აიკრძალა. ღამის საათებში ხდებოდა გარემოვაჭრეთა დახლების აღება და ქალაქის დასუფთავება.

ქუთაისის მერიის მიერ მიმდინარე წელს არცერთ თანამდებობის პირზე,  სამსახურის ხელმძღვანელსა და განყოფილების უფროსზე არ გაცემულა პრემია. რაც შეეხება სახელფასო 20-30% დანამატს, მიიღეს მხოლოდ იმ თანამშრომლებმა მიიღეს,  რომლებმაც ამ თვეებში ზეგანაკვეთური შრომა გასწიეს”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში გარევაჭრობა ორ ეტაპად, მარტსა და აპრილში აიკრძალა.

მსგავსი სიახლეები