ბათუმში ტურისტული სეზონი 3 ივნისიდან დაიწყება

633

ბათუმში ტურისტული სეზონი 3 ივნისიდან ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება. ღონისძიების მთავარი ადგილი ანბანის ანბანის კოშკის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე იქნება. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია 20-მდე სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და ღამის 03:00 საათამდე გაგრძელდება.

მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრების განწყობაზე უცხოელი და ქართველი შემსრულებლები იზრუნებენ.

საღამოს პროგრამა კარნავალით გაიხსნება, რომელშიც გერმანული საცეკვაო დასი მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ფრანების შოუ, გასართობი ღონისძიებები, მათ შორის სპორტული აქტივობები პატარებისთვის. ყველა გასართობი ღონისძიება უფასო იქნება. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.