ტყიბულის მუნიციპალიტეტში გზების მოსაწყობად 615 738 ლარი დაიხარჯება

767

ტყიბულის მუნიციპალიტეტში გზების მოსაწყობად 615 738 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას იმერეთი ნიუსი ავრცელებს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, ხრესილის, სოჩხეთისა და გურნის ტერიტორიულ ერთეულებში, ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს.

ტენდერით გათვალისწინებული თანხის რაოდენობა 615 738 ლარს შეაგდენს.

მიწოდების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 110 კალენდარული დღეა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დროის ამ პერიოდში უნდა დასრულდეს.

მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში დაიწყოს სამუშაოები.

გარდა ამისა, სამშენებლო ობიექტებზე უნდა მოეწყოს მშენებელი ორგანიზაციის მაჩვენებელი ბანერები, სადაც აღნიშნული იქნება: დამკვეთი და მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება, სამუშაოს განხორციელების ვადები, მშენებელი ორგანიზაციის მომართვა, (ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის).

ასევე, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველჰყოფილი უნდა იქნას სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოებებისა და სინათლის ამრეკლი შუქნიშნების დაყენება.