ბათუმის კეთილმოწყობის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

995

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ სულხან ევგენიძე უხელმძღვანელებს.

უწყების ცნობით, ახალი მენეჯერი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

“სულხან ევგენიძე პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა შპს „ენერგოკომპანიის ქობულეთის ფილიალსა” და „ენერგო-პრო ჯორჯიაში”. 2014 წელს სულხან ევგენიძე აჭარის შსს მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ხოლო 2014-2017 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.