ქუთაისის მერიამ 7-სართულიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა

581

ქუთაისის მერიამ, ქალაქის ცენტრში 7-სართულიანი კორპუსის ბოლო ორი სართულის დემონტაჟის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. ქალაქის ხელისუფლება თამარ მეფის #10–ში ნებართვის გარეშე აშენებული ორი სართულის დემონტაჟში 70 000 ლარს გადაიხდის. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

უნებართვო სართულების დემონტაჟი ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსზე სართულების უნებართვოდ მშენებლობის ფაქტი გასული წლის მიწურულს დააფიქსირა, მაშინ, როცა მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.