აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ცაგერში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

764

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ცაგერში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ადგილობრივ ფერმერებს პროექტის კოორდინატორებმა პროგრამის შინაარსი და პირობები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სოფლად გააშენონ ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, კენკროვანი ბაღები, ყვავილების კულტურები, გადაიარაღონ სასათბურე მეურნეობა, მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს

რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებთან იმუშავებს პროგრამის რეგიონის მობილიზატორი, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს.

პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის გარდა.

პროგრამის პირველ ეტაპზე 144 ბენეფიციარი დაფინანსდა, ინვესტიციის მოცულობამ 8,229,215 ლარი შეადგინა, საიდანაც 3,256,001 ლარი გრანტის სახით გაიცა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა; გარდა ამისა, პროგრამის ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში.

პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ა(ა)იპ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ახორციელებს.

ვრცლად პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.