გორის მერიას სამშენებლო კომპანია სასამართლოში უჩივის

502

წინა სტატია

კომპანია “ინშაათ საქართველო”, რომელიც სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღს აშენებდა, გორის მერიის ბრალდებებს პასუხობს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მერიამ „ინშაათ საქართველოს“ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეუწყვიტა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

“სამშენებლო კომპანიას მერიამ 3+1 თვით ვადა გაუგრძელა ობიექტური და კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. დოკუმენტაცია არსებობს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შეფერხებით აწარმოებდა საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, რომლის გამოსწორებასაც ორი თვის განმავლობაში ცდილობდა. მიუხედავად იმისა რომ, საპროექტო ცდომილებებზე პროექტის ავტორმა კორექტირებული მოცულობების უწყისი მერიას მიაწოდა, მერიამ მშენებელს დოკუმენტაცია არ გადასცა. მშენებელმა კომპანიამ პროექტს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარა, რითაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა დამკვეთს, რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. სამშენებლო კომპანიამ ამ რეგიონში წარმატებით განახორციელა ბევრად უფრო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებდა კორექტირებულ დოკუმენტაციას, მზად იყო შეესრულებინა აღებული ვალდებულება 2018 წლის სექტემბრამდე. მრავალგზის უშედეგო მცდელობის შემდგომ, კომპანია იძულებული გახდა წერილი ჩაებარებინა მერიაში ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნით და სიმართლის საძიებლად სასამართლოსთვის მიემართა“, -აცხადებს სამშენებლო კომპანიის შოთა ბაღათურია.

ინშაათ საქართველოს” გორის მერიამ ხელშეკრულება ერთი კვირის წინ შეუწყვიტა. მიზეზი სამშენებლო კომპანიის მიერ მშენებლობის ვადის რამდეჯერმე დარღვევა გახდა.

გორში, სადგურის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ შეწყდა.  მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწო და 6 თვეში უნდა დასრულებულიყო.