თელავში 3000 ძირი ყვავილი დაირგვება

497

თელავში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გამწვანების ზონებში, დაახლოებით, 3000 ძირი ყვავილი დაირგვება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში გამწვანების ზონების გალამაზება ამ კვირის ბოლოდან დაიწყება. ცენტალურ მოედანზე, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ასევე ბაზართან და სოფელ ვარდისუბნის წრესთან მოწყობილ მწვანე ზონებში დაახლოებით 3 000-მდე ძირი ყვავილი დაირგვება. ამისათვის თანხა უკვე გამოყოფილია”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.