კასპის მერიის მიერ სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული ტენდერი ისევ ჩავარდა

823

კასპის მერიის მიერ გამოცხადებული 13 000-ლარიანი ტენდერი, რომელიც ორ დიდ სოფელში, სასმელი წყლის რეზერვუარისა და სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენას გულისხმობს, ისევ ჩავარდა. ინფომაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

სოფელ ხოვლეში, წყლის სათავე ნაგებობაზე სადრენაჟე სისტემაა გამოსაცვლელი, ხოლო სოფელ თელიანში – შიდა ქსელების გარკვეული მონაკვეთების ამოცვლაა საჭირო.

გამოცემის ცნობით, ამავე პროექტის მიხედვით, სამშენებლო კომპანია ვალდებულია წარადგინოს ჰიდროგეოლოგიური კვლევები, ასევე მოამზადებინოს წყლის ლაბორატორიულ-ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზები და დასკვნები. ხოვლეში ასევე ნაწილობრივ გამოსაცვლელია შიდა საუბნო ქსელები.