ქობულეთში საპირფარეშოების ნაწილი დაკეტილია, ნაწილი კი დაზიანებული

639

ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი დაკეტილია, ნაწილი კი დაზიანებული. პლაჟთან  ახლოს მდებარე ტუალეტებში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ონკანი და წყლის მილები. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მათ მოსაწესრიგებლად ქობულეთის მერი ბიუჯეტის კორექტირებას ელოდება. მირიან ქათამაძის თქმით, ფინანსური დოკუმენტის ცვლილებისას საპირფარეშოების გასარემონტებლად თანხები გამოიყოფა. მერმა სანაპირო ზოლში ეკო საპირფარეშოების განთავსებაც დაანონსა.