მუნიციპალიტეტებში C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტების გახსნა იგეგმება

773

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის განცხადებით, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტით დაავადებულთა 90%-ის გამოვლენა და ამ პაციენტების 95%-ის განკურნება იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ეკა ადამიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტების გახსნა.

“ამ მიმართულებით ბევრი გეგმა ბევრი გვაქვს, მათ შორის მთავარი კი მკურნალობის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალის გაზრდააა. სამომავლოდ, ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის მინიმუმ ერთი სამკურნალო ობიექტი მაინც იფუნქციონირებს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს – დაავადების გამოვლენას. ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია და მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.C ჰეპატიტი ორი კვლევით: სკრინინგითა და კომფირმაციული კვლევით დგინდება. შეიძლება მხოლოდ სკრინინგულმა კვლევამ დაავადების ნიშნები არც აჩვენოს. ორივე კვლევა უფასოა და მოსახლეობას მათი ჩატარებისკენ მოვუწოდებთ”,- განაცხადა ეკა ადამიამ.