ქალაქ ლანჩხუთში ჟორდანიას ქუჩაზე სანიაღვრე არხი გაიწმინდა

698

ქალაქ ლანჩხუთში ჟორდანიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებთან გაყვანილი სანიაღვრე არხი გაიწმინდა.

აღსანიშნავია, რომ არხში დაგროვილი წყალი ანტისანიტარიას ქმნიდა და როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ფეხით მოსიარულეებს პრობლემას უქმნიდა.

ამ ეტაპისათვის არხი მთლიანად გაწმენდილია.

“ყველა აქ მცხოვრები ოჯახის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრე სარიშვილს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა, დაგვპირდა დახმარებას და შეასრულა კიდეც”, – განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.