თელავის საკრებულო ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით მთავრობას წერილობით მიმართავს

თელავის საკრებულო ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით მთავრობას წერილობით მიმართავს. აღნიშნული ინიციატივა თელავის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვარდოშვილმა დღევანდელ სხდომაზე დააყენა. ინიციატივას მხარი საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა.

თელავის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას უახლოეს მომავალში სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის.

“ჩვენ, თვითოეულმა დეპუტატმა, უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია, ვემხრობით თუ ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ რეფორმას, ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს საზოგადოების წინაშე. შევიმუშავოთ ტექსტი და მივწეროთ ხელისუფლებას, რომ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეკუთვნის”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის თქმით კი, წარმომადგენლობითი ორგანო სპეციალურ მიმართვას მთავრობის სახელზე უახლოეს დღეებში მოამზადებს და თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს. თუ რა ეწერება და ვის სახელზე იქნება მიმართვა, ცნობილი მოგვიანებით გახდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები