რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა სამგორის რაიონში 2018 წელს

609

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა სამგორის რაიონში 2018 წელს. სამგორის რაიონის გამგეობა I კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.

სამგორის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, 2018 წელს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა:

  • საგზაო სამუშაოები დასრულდა 4 მისამართზე. დაიგო 2952 კვ.მ ასფალტის საფარი; საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დამატებით 6 მისამართზე;
  • მოეწყო მოაჯირები 3 მისამართზე;
  • სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 3 მისამართზე.
  • სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე.
  • სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 7 მისამართზე.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, სამროგირს რაიონში ჩატარდა ერთი სპორტული ღონისძიება – შეჯიბრი ძიუდოში და ორი კულტურული ღონისძიება: ქალთა დღისადმი მიძღევნილი ღონისძიება და საგანამანათლებლო კვირეული;

  • სოციალური პროექტების განყოფილების მიერ, I კვარტალში 2298 განაცხადი დაფინანსდა, კერძოდ:
    სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (გამოკვლევა/ოპერაცია/მკურნალობა)- 436 განაცხადი;
    მედიკამენტების დაფინანსება – 1433 განაცხადი;
    მიზნობრივი ფინანსური დახმარება- 423 განაცხადი;
    მიზნობრივი ფინანსური დახმარება სამშენებლო მასალების შესაძენად- 6 განაცხადი
  • ზამთრისთვის შეშა დაურიგდა სოციალურად დაუცველ 555 ოჯახს;
  •  ბინის ქირით უზრუნველყოფილია 183 ოჯახი