საგარეჯოში ათამდე სანახშირე ორმო იპოვეს

676

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სანახშირე ორმოები გააუქმეს.

მათ საგარეჯოში ათამდე სანახშირე ორმო აღმოაჩინეს. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო – სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის – ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.