სენაკის სასამართლომ საკრებულოს წინააღმდეგ მოქალაქეთა სარჩელის განხილვა დაიწყო

245

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დღეს, სკვერის გასხვისების გამო ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქალაქეთა სარჩელის განხილვა დაიწყო. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ჯემალ ჭკადუამ, რომელიც სასამართლოში მოქალაქეთა ინტერესებს იცავს ამბობს, რომ მოპასუხე მხარე სენაკის საკრებულოა, თუმცა მოსამართლემ საქმეში სენაკის მერია და სხვა დაინტერესებული მხარეები ჩართო, რის გამოც სასამართლო გადაიდო.

„სარჩელი უნდა გადაეგზავნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად, ამიტომ მორიგი სხდომის გამართვის თარიღი მოგვიანებით ჩაინიშნება“, – განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

სკვერის ტერიტორიის გასხვისების გამო სენაკში საპროტესტო აქციები გასულ წელს გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სკვერი რეკრეაციული ზონაა და მისი კერძო პირზე გადაცემა უკანონოა. სკვერის ტერიტორიაზე კერძო კლინიკა აშენდა.